top of page

წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის www.staffilo.com (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება შპს „დიჯითალ სერვის ჰოლდინგი“ ს/ნ: 405648009 (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).

 

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

 

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.

 

წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

 

1. სერვისების გამოყენება: სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არა ანაზღაურებადი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

2. საავტორო უფლებების დაცვა: საავტორო უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, წინამდებარე კომპანიის სოციალურ ქსელში განთავსებულ მასალებზე, ვიდეო ზარის დროს ჩანაწერზე და არა მარტო. აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

წინამდებარე მუხლში  მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

4. ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები: ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

4.1. თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ჩამოეჭრა საბანკო ანგარიშიდან თანხა, კონსულტაციაზე კი წვდომა (რეგისტრაცია) არ მომხდარა. ამ შემთხვევაში დაგკვიკავშირდით info@staffilo.com და წარადგინეთ დასურათებული მტკიცებულება იმისა, რომ თანხა ჩამოგეჭრათ, კონსულტაციაზე წვდომა კი არ გაქვთ მინიჭებული.

4.2 თუ კურსის ჩანიშნულ დროს არ გამოცხადდა მომხმარებელი კონსულტაციაზე, განმეორებით კონსულტაციას აღარ ინიშნება და თანხა არ ბრუნდება.

4.3 კონსულტაციის დროის შეცვლა შესაძლებელია მინიმუმ 24 საათით ადრე. დროის შესაცვლელად, მოგვწერეთ - info@staffilo.com

5. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

6. მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 ბოლო ცვლილება: 11/03/2024

bottom of page